დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიება.
თემა: ,,ქართული მარტო ენაა“.
სწავლების საფეხური–I,მე–5კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა–26
ღონისძიება ჩატარდა–2011წლის,13 აპრილს
ღონისძიების მიზანი იყო ჯგუფური თანამშრომლობის განვითარება,ქართული ენა როგორც, უძველესი და უტკბილესი,რომელიც ჩვენამდე მოვიდა,ცეცხლითა და მახვილით არის დაცული მრავალი დევნა ,მცდელობა ყოფილა იმისა რომ, ქართველებისათვის ხელიდან გამოეგლიჯათ დედაენა, მაგრამ დღემდე არის ჩვენამდე მოღწეული ჩვენი წინაპრების თავდადებული ბრძოლითა და შრომით.
ამის ერთ–ერთი დასტურია ვაჟა–ფშაველას შემოქმედება,რომელიც წარმოადგინა მე–5 კლასის მოსწავლეებმა:
,, ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
მძინარეც ამას ვდუდუნებ“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენის ძლიერება, სიმტკიცე და სიყვარული.
,,ენა ქართული–დედაა ჩვენი
ენა ქართული ძალაა ჩვენი,
ენა ქართული სისხლი და ხორცი ქართველი კაცის!
ენა–ქართული შემონახული ცეცხლით და შანთით!
ენა ქართული მოვლენილი მადლი ზეცისა!
ენა ქართული საამო და საგალობელი!“